Monday, March 17, 2014


მეცხრე  დღის  რეფლექსია
       აი დასასრულისკენ მიემართება  ჩვენი ტრენინგები,  დღეს  კიდევ  ერთხელ  ყველამ გადავხედეთ  ჩვენს ნაშრომებს, წარვუდგინეთ ჯგუფს, რომლისგანაც  მივიღეთ  როგორც დადებითი, ისე  უარყოფითი  შენიშვნები, რომელსაც  გავითვალისწინეთ.



Sunday, March 16, 2014



მერვე  დღის  რეფლექსია

  დამთავრდა მერვე  დღეც , საკმაოდ  დატვირთული, დავამთავრეთ  პროექტის გეგმაზე მუშაობა, ვიმუშავეთ  ფასილიტატორის ნიმუშებზე,  ჩეკლისტებით  შევამოწმეთ  პორტფოლიოები, შევავსეთ  დიფერენცირების  კითხვარი...



Saturday, March 15, 2014

                                       მეშვიდე  დღის  რეფლექსია


 
    . ვიმუშვეთ  მოსწავლეთა  სავარაუდო  ნაშრომის  ადაპტაციაზე, მოსწავლის  სავარაუდო  ნაშრომის  შეფასების  დაგეგმვაზე, და  უამრავ  სხვადასხვა  თემებზე დღესაც  სასიამოვნოდ  დაღლილები  მივდივართ  სახლში.


Sunday, March 9, 2014

მეექვსე დღის რეფლექსია

9 მარტი. უზომოდ კმაყოფილები, შევისწავლეთ და გავაკეთეთ მოსწავლის სავარაუდო პრეზენტაცია, რომელიც ავტვირთე ჩემს ბლოგზე და გამოვაქვეყნე ინტერნეტში. ვისწავლეთ სურათების ჩამოტვირთვა და ჩასმა ჩვენს მიერ გამზადებულ პრეზენტაციაში თავისი საავტორო უფლებებით ..... კმაყოფილი ვარ დღევანდელი დღით. მადლობააააააა

Saturday, March 8, 2014

moswavlis savaraudo naSromi

პორტფოლიო

პ ო რ ტ ფ ო ლ ი ო
   
                           მეხუთე  დღის  რეფლექსია

     დღეს  8  მარტია, იმის მაგივრად კაფეში  სასიამოვნო ადამიანებთან  ვზეიმობდეთ, 4  საათიან ტრენინგზე  ვართ ჩვენს  ენერგიულ  ტრენერთან  ერთად,  ძალიან  დატვირთული  დღე გვქონდა. ვისწავლეთ  და  გადავიტანეთ შეფასების  სტრატეგიები.  საპრეზენტაციო პროგრამებზე  ვიმუშავეთ, განვლილ  ტრენინგს კმაყოფილი ვტოვებ.
     მადლობა  ქალბატონ  ლალის

Sunday, March 2, 2014

მე-4 დღის რეფლექსია

      ტრენინგის  მე-4  დღე, ძალიან  შრომატევადი და ბევრის  მომცემი,  განვიხილეთ  მიმართულების  მიმცემი  საკვანძო კითხვები, მოვათავსეთ  ჩვენს ბლოგებზე ერთმანეთს გავუკეთეთ  საქმის მომცემი კომენტარები.
ასევე ვიმუშვეთ  საპრეზენტაციო პროგრამებზე.
მართალია  დაღლილები მაგრამ  ცოდნით  დატვირთულები  ერთი კვირით ვტოვებთ  ენერგიულ  ქალბატონ  ლალის.

Saturday, March 1, 2014

ზოგადი კითხვა:


  • რა  როლი  უჭირავს წიგნს  და კომპიუტერს  მოზარდის  ცხოვრებაში?

თემატური  კითხვები:

  • არის  თუ  არა  ხელმისაწვდომი ინტერნეტი გამოკითხვის  ჩასატარებლად

შინაარსობრივი  კითხვები:

  • როგორ  შეიძლება ინტერნეტი დაგვეხმაროსინფორმაციის მოძიებაში?
  • რა  უპირატესობა  აქვს   ინტერნეტს ინფორმაციის  მოძიებაში  სხვა  წყაროებთან შედარებით?
  • როგორ  მოვიძიოთ და განვათავსოთ ინფორმაცია  ინტერნეტში?
  • გვაქვს  თუ არა შესაბამისი ცოდნა დიაგრამის  ასაგებად? 
  • რომელ საძიებო  სისტემას  იყენებთ?

ტრენინგის  მესამე  დღეს, განვიხილეთ მოდული  2--ჩემი პროექტის  დაგეგმვა. ეროვნული  სასწავლო  გეგმიდან  ჩვენი პროექტის  შესაბამისი  აქტივობები  გადავტვირთეთ  ჩვენს  პროექტში.
ვიმუშავეთ, რომ  ზოგადი,თემატური და შინაარსობრივი კითხვები  მოვარგოთ  ჩვენს  პროექტს.
ვიმუშავეთ მიმართულების  მიმცემ  საკვანძო კითხვებზე.

Saturday, February 22, 2014

ტრენინგების მე–2 დღე

                      Y  23   თებერვალი

გასულ  დღეს დავიწყეთ ტრენინგები ,,პროექტებით მუშაობა“ .  შევქმენით ჩვენი პაპკები, განვიხილეთ 1 მოდული, გავაკეთეთ ბროშურა, შევქმენით  ბლოგები, ვისწავლეთ საპრეზენტაციო  სლაიდის სურათის  სახით  გადატანა, რომელსაც ტრენერი  ლალი  გიგაური  ყველაფერს  ზედმიწევნით  და  გასაგებ  ენაზე  გადმოგვცემს და  ცოდნით  დატვირტთულები  მივდივართ.   დიდი  მადლობა  ენერგიულო  ქალბატონო  ლალი.